გიორგი კანდელაკი - ღარიბაშვილი ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლოა

ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რასაც პროპორციული არჩევნები და „ევროპული საქართველო“ მოიტანს, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა და თავდაცვის მისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

კანდელაკის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს სურს წარმოაჩინოს, რომ ივანიშვილის ერთადერთი ალტარნატივა სააკაშვილია, რაც რეალობას არ შეესაბამება.

„ბატონი ღარიბაშვილი თუ შეიძლება ითქვას, არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლო და მას უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს არჩევანი არის მხოლოდ სააკაშვილს და მხოლოდ ივანიშვილს შორის, რაც ასე არ არის, რა თქმა უნდა. ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რასაც მოიტანს პროპორციული არჩევნები და ევროპული საქართველო“, -განაცხადა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა