სერგი კაპანაძე - ჩვენ არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ!

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია და პარტიის მყარი პოზიციაა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდეს.

„ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა, ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ, საზოგადოებას არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას. მითუმეტეს, გადადებული არჩევნების პირობებში გაურკვეველი ვადით კიდევ ველოდოთ, რომ რამეს გააკეთებენ. სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას სურს გარდამტეხი ცვლილებები. რა თქმა უნდა, კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია. ამიტომ, ამ არჩევნებზე, ყველანი უნდა მივიდეთ დაწესებული მოთხოვნების მაქსიმალური დაცვით.

ეს მთავრობა და ივანიშვილი გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში, დაწყებული „კოვიდით“, გაგრძელებული იმ ეკონომიკური უძრაობითა და ვარდნით და დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც აღმოვჩნდით. ამიტომ, ჩვენ გადადების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში. ეს 2 კვირა ყველამ, როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე ვიაროთ წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი“, - განაცხადა კაპანაძემ.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)