მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ  შემდგომი აქციები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მასობრივი მობილიზაციისთვის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია - ხალხის ერთიანობის და შემართების! ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის აქცია!.. როცა ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად. კოვიდით დაინფიცირება, რეგიონში ახალი უპრეცედენტო, რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება! ახლა კოვიდის შეკავება ხდება არა საყოველთაო კარანტინით, რომელიც უკვე დაგვიანებული, არამედ იმით, რომ უნდა ყველა ადამიანი აღვჭურვოთ დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირველ რიგში მედპერსონალი, მოვამზადოთ მედპერსონალი. უნივერსიტეტებში მხოლოდ სელექციურად გავუშვათ სტუდენტები და მივიღოთ ყველა სხვა აუცილებელი ზომა. თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მონაწილეს (ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება) უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით - ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული. მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები. საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!“-წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)