სერგი კაპანაძე - ივანიშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იყო

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლებას მთელი მმართველობის განმავლობაში ახასიათებდა გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან, რომელიც ორმხრივად იყო მომგებიანი.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ კრიმინალური სამყარო ეხმარებოდა და ეხმარება ივანიშვილს, რისი შედეგიცაა გაზრდილი დანაშაულების რაოდენობა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ გარდამტეხი ცვლილებებით წერტილი უნდა დაესვას თანამშრომლობას კრიმინალს და სახელმწიფოს შორის.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ივანიშვილის ხელისუფლებას ერთი რაც ახასიათებდა, იყო გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან. გარიგება, რომელიც იყო ორმხრივად მომგებიანი ორივე მხარისთვის, ანუ როგორც ივანიშვილისთვის, ისე კრიმინალური სამყაროსთვის, რაც გულისხმობდა იმას, რომ წინასაარჩევნოდ კრიმინალური სამყარო ეხმარებოდა ივანიშვილს და შემდეგ ივანიშვილი ხელს აფარებდა ამ კრიმინალურ სამყაროს, რისი პირდაპირი შედეგიც არის გაზრდილი დანაშაულების რაოდენობა, რისი პირდაპირი შედეგიც არის გაზრდილი მკვლელობები, ქურდობებისა და ძარცვის რაოდენობა და ასევე პირდაპირი შედეგი არის ის, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, კანონიერი ქურდები, მათ შორის ლავასოღლი და სხვები, ძალიან მარტივად შემოდიან და გადიან საქართველოდან.

ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიცით, თუ როგორ უწყობდნენ ამაში პირდაპირ ხელს ივანიშვილი და მისი დამქაშები. ამიტომ, ეს არის ის ერთ-ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს არჩევნების შემდეგ და „ევროპული საქართველოს“ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარდამტეხ ცვლილებებს ყველა მიმართულებით, მათ შორის გულისხმობს ამას, საბოლოოდ წერტილის დასმას კრიმინალს და სახელმწიფოს თანამშრომლობასთან მიმართებაში, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში გვქონდეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა