ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის დროშა ​ხუდაფერინის ხიდზე აღმართეს - ყარაბაღი აზერბაიჯანია!

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ხუდაფერინის ხიდზე აზერბაიჯანის დროშა აღმართეს.

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმართეს აზერბაიჯანის დროშა ​ხუდაფერინის უძველეს ხიდზე. გაუმარჯოს აზერბაიჯანელ ხალხს! ყარაბაღი აზერბაიჯანია!",- წერს ალიევი "ტვიტერზე".

ინფორმაციისთვის, ხიდი ჯებრაილის რაიონში მდებარეობს. ხიდს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა პირობებს არცერთი მხარე არ ასრულებს.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დროშა ხუდაფერინის ხიდზე აღმართეს, ყარაბაღი აზერბაიჯანია! - ილჰამ ალიევი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა