IPSOS-ის კვლევით, გამოკითხულთა 26.2%-ი არჩევნებში ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 17.8% - „ნაციონალურ მოძრაობას“, მესამე ადგილზე კი "სტრატეგია აღმაშენებელია"

კვლევითი ორგანიზაცია IPSOS -ის კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, გამოკითხულთა 26.2% -ი ხმას "ქართული ოცნებას" მისცემს, 17.8% - „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“. რეიტინგში მესამეა, "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელსაც ხმას გამოკითხულთა 5.3%-ი აძლევს. "ევროპული საქართველოს" - 5.1%; "ლელოს" 2.7%; "გირჩს" 2.7%-ი. ლეიბორისტულ პარტიას - 2.1%; "პატრიოტთა ალიანსს "- 1.2%. პასუხზე უარი განაცხადა ან კითხვაზე პასუხი არ იცის 34%-მა პროცენტმა.

რაც შეეხება იმავე კითხვაზე პასუხებს ალოკაციის (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მეთოდით, შედეგები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 40.3 (+3.1)%; ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 31.2 (+4.0)%; "ევროპული საქართველო" - 6.8 (-3.8)%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - 6.8 (+0.7)%; "ლელო" - 4.5 (-1.8)%; "გირჩი" - 3.4 (+1.5)%; "ლეიბორისტული პარტია" - 2.6 (+0.5)%; "პატრიოტთა ალიანსი" - 1.5 (-0.6)%; "ერთიანი საქართველო" - 1.2 (-0.6)%; "მოქალაქეები" - 1.0 (-0.7)%.

გარდა ამ შეკითხვისა, IPSOS -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეცვლა გამოკითხულთა 57%-ს სურს, 25 %-ს კი არ უნდა.

რიგით მესამე კვლევა კომპანიამ "მთავარი არხის" დაკვეთით ჩაატარა. IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა