ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალმა დირექტორმა ჟურნალისტებს სამსახურის სამომავლო გეგმები გააცნო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, უწყების ახალმა დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კობა კობალაძემ ჟურნალისტებს სამსახურის სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აღნიშნავენ, მან ვრცლად ისაუბრა სამშობლოს წინაშე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დამსახურებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც როგორც სამსახურის, ასევე, მისი ბენეფიციარების წინაშე ჯერ კიდევ არსებობს; ისაუბრა ამ გამოწვევათა დაძლევის გზებზე.

კობა კობალაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მედიის როლი განსაკუთრებით დიდია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

„მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ჯანსაღი კრიტიკა, მაგრამ, ამასთანავე, აუცილებელია, მედია უფრო ხშირად საუბრობდეს არა მხოლოდ სამსახურის წინაშე არსებული პრობლემებზე, არამედ ვეტერანების _ სამშობლოსათვის ამ თავდადებული მეომრების ღვაწლსა და დამსახურებაზე სამშობლოს ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მათ ჩართვაში“,-განაცხადა კობა კობალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა