კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ერთადერთია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვოს გამარჯვება და კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე დაახლოებით 60%-მდე აღების შესაძლებლობა აქვს. მან ჟურნალისტებთან ბოლოდროინდელი კვლევები შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

„დღეს „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელსაც რეალურად, იმის შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვოს გამარჯვება, მოიპოვოს გამარჯვება ისე, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს. რეალურად, საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს არჩევნებზეც გამოიხატება, დაველოდოთ 31 ოქტომბერს. დაახლოებით 60%-მდე აღების შესაძლებლობა აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე.

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვინც გაიმარჯვებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე და დიდი უპირატესობით, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნებზე საერთო ჯამში 40%-საც თუ მიაღწია, ეს მათი ძალიან დიდი წარმატება იქნება.

„ერთი, რაც მომწონს და რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ეს არის ის, რომ მათ სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთმანეთში, დაპირისპირებებიც კი იყო და შეიძლება ახლაც გრძელდებოდეს, თუ ვინ გავა მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე, ვინ შევა პარლამენტში, ეს ბრძოლა აქვთ ერთმანეთში გაჩაღებული და ეს ერთი მხრივ კარგია. თუმცა, საბოლოოდ, ამომრჩეველზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ ვის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს პარლამენტში შევიდეს“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ძალიან დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.

„თუმცა, თუ არჩევნების მეორე ტურის გამართვის საჭიროება იქნება, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ესეც ამ დემოკრატიული პროცესების ნაწილია. გვახსოვს არჩევნები, სადაც მეორე ტური ყოფილა, ეს აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თავისი კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა ექნება“,-განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა