რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ხელმოცარული ადამიანია, დღემდე ცდილობს დააზიანოს საქართველო, მაგრამ არასდროს გამოუვა, რადგან რესურსი არ გააჩნია

მიხეილ სააკაშვილი არის ხელმოცარული ადამიანი, დღემდე ცდილობს დააზიანოს საქართველო, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა არჩევნების წინ ყოველთვის არის პროცესების რადიკალიზაცია.

„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს და მისი კრიმინალური ორგანიზაციის დანაშაულებრივ საქმიანობას რაც შეეხება, ეს ჯგუფი რომ არის დანაშაულებრივი, ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული სასამართლოს მიერ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მით უმეტეს ვიცით, რომ ყველა არჩევნების წინ მათი რიტორიკა არის რადიკალიზაცია, ბარიკადები, რევოლუციური სცენარის განვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამოუვათ.

მიხეილ სააკაშვილი არის ხელმოცარული ადამიანი. მან თავის დროზე, როცა პრეზიდენტი იყო, საქართველოში ჩაიდინა არაერთი უმძიმესი დანაშაული და დღემდე, რასაც ცდილობს ეს არის, რომ მაქსიმალურად დააზიანოს საქართველო, მაგრამ ეს არასდროს გამოუვა, რადგან მას ამის რესურსი არ გააჩნია ნამდვილად“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ გააქტიურდა წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამაზე ყოველთვის საუბრობდა.

„მე ვერ ვიტყოდი , რომ წინასაარჩევნოდ გაიზარდა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ბუნებაზე, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. უბრალოდ, შეიძლება წინასაარჩევნოდ ისინი უფრო მეტად სჩადიან ისეთ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართული აქცია იყო მიუღებელი, სადაც მათ არ დააზღვიეს ადამიანის ჯანმრთელობა, სააკაშვილი კი ეკრანიდან უსაფრთხო გარემოში მჯდარი ესაუბრებოდა თავის ამომრჩეველს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა