რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტში პროტოკოლისა და რეკომენდაციების ყველა წესი გათვალისწინებულია

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტში პროტოკოლისა და რეკომენდაციების ყველა წესი გათვალისწინებულია.

“საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ, პარლამენტის სივრცეში აქტიურად აღარ ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ვუფრთხილდებით, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ადგილზე მათი მოსვლა სავალდებულო არ არის. ვირუსი დეპუტატ გენადი მარგველაშვილს დაუდგინდა, რომელიც ბოლოს პარლამენტში ერთი კვირის წინ იყო. კომიტეტის აპარატის ის თანამშრომლები, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში არიან. ასევე ჩატარდა სამუშაო სივრცის დეზინფექცია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ეპიდსიტუაციას მართავს.

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეპიდემიის გავრცელება არ მოხდეს და ადაპტაცია უმტკივნეულო იყოს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გაქვს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის ორ დეპუტატს ნინო წილოსანსა და გენადი მარგველაშვილს დაუდასტურდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა