ოთარ კახიძე - ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის სახლში  მალე გასაშვებად

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ არ არის მისღები არჩევნების გადადება, რადგან რაც მეტ ხანს დარჩება ივანიშვილის ხელისუფლება, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკური კრიზისი.

კახიძემ აღნიშნა, რომ „31 ოქტომბერს საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის მალე გასაშვებად სახლში“.

„ეს მთავრობა ყველა მიმართულებით ჩაფლავდა, ეკონომიკური კრიზისის, სიღარიბის, უმუშევრობის, ლარის კურსის მიმართულებით. არ არის მიმართულება, სადაც რაიმე წარმატებას მაინც მიაღწია ქვეყანამ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. რაც დიდხანს იქნებიან ხელისუფლებაში, მით უარესი ქვეყნისთვის, ამიტომ არჩევნების გადადება, რა თქმა უნდა, არ არის „ევროპული საქართველოსთვის“ მისაღები. ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის მალე გასაშვებად სახლში. ამიტომ, 31 ოქტომბერს, ყველა უნდა დაირაზმოს და გამოუტანოს პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის წამხდარ ხელისუფლებას”, - განაცხადა კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა