ნატალია ილიჩოვას ადვოკატის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთი სასულიერო პირის, რამდენიმე მესაზღვრისა და დავით ხიდაშელის დაკითხვის ოქმები გადაეცა

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი კარტოგრაფის ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს საქმესთან მიმართებით მათ მიერ გამოთხოვილი დამატებითი მტკიცებულებები, დაკითხვის ოქმები გადაეცათ.

როგორც გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ილიჩოვას ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გადაეცათ ერთ-ერთი სასულიერო პირის, რამდენიმე მესაზღვრისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის დაკითხვის ოქმები.

ადვოკატის თქმით, დაკითხვის ოქმების შინაარსს ჯერჯერობით ვერ გაეცნენ, თუმცა ის განმარტავს, რომ მნიშვნელოვანი ოქმებია.

"მათ შორის გადმოგვეცა ხიდაშელის დამატებითი დაკითხვის ოქმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ლონდარიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს.

"ერთია, რას ვფიქრობთ ჩვენ და მეორეა - რას განახორციელებს პროკურატურა.ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ყველა იმ პირის ჩვენება, რომელიც საქმესთანაა დაკავშირებული და მოეპოვება გარკვეული ინფორმაცია. ალბათ, ვიხილავთ კერძოდ, რა ნაბიჯს გადადგამს პროკურატურა. აქვე მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ ვნახეთ, ის, რომ ხიდაშელის პირველ ჩვენებაში საერთოდ არ იყო ბიძინა ივანიშვილის გვარი ნახსენები და მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებით გახდა ცნობილი, ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ მის ჩვენებას საქმეში ვიხილავთ", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევს დაცვის მხარე დღეს გამოთხოვილ ოქმებს მნიშვნელოვნად, ადვოკატი პასუხობს, რომ ყველა ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია.

"იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტად ვეცნობით საქმის მასალებს უფრო მეტად ვაწყდებით იმას, რომ საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბრალის საფუძვლიანობა და დანაშაულის ნიშნების არსებობა ნატალია ილიჩვასა და ივერი მელაშვილის ქმედებებში. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია და ვსაუბრობთ იმაზე,რომ საქმეში არაერთი ჩანაწერია,სადაც პირდაპირ არის მითითებული, როგორ ახორციელებდა ივერი მელაშვილი პირიქით, ტერიტორიის დაცვას და როგორ ცდილობდა საქართველოს ფარგლებში მოქცეულიყო დავით გარეჯიის მთლიანი კომპლექსი. გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბრალის წარდგენაში დავით გარეჯი ნახსენები საერთოდ არ იყო. პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ ხალხის ემოციებზე მოახდინონ მანიპულირება, ამის გამო იქნა გაჟღერებული ეს ინფორმაცია", - განაცხადა ლონდარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს