ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე - კითხვის ნიშნები საერთაშორისო პარტნიორებისგან არ მომისმენია

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან კითხვის ნიშნები არ მომისმენია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც დავით გარეჯის საქმეზე ისაუბრა.

როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით „მოთმინება უნდა გვქონდეს“ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

„დაველოდოთ გამოძიებას, მე შეფასებაში არ შევალ. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, როგორც ჩემთვის, ისე სხვა ადამიანებისთვის, როდესაც ვისმენთ, რომ ამ პირებს ბრალი ედებათ უმძიმესი დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, მე, რა თქმა უნდა, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მათი ბრალეულობის საკითხს სასამართლო დაადგენს.

რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს. თქვენ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიცია, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ამიტომ კითხვის ნიშნები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან არ მომისმენია, ვინაიდან ყველა ველოდებით გამოძიებას და შემდგომში სასამართლოს. უნდა გვქონდეს მოთმინება, მივცეთ საშუალება, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს ეკადრება, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა, სასამართლომ გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს