პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე, შესაძლოა, ზომები გამკაცრდეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

„პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთებისთვის. თუმცა, ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არ უნდა გვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ დავინახავთ, რომ ეს გვჭირდება, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გამკაცრდება თუ არა ზომები პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე? - ნათია მაზვრიშვილი განმარტებას აკეთებს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს