გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ პრობლემა ახალი პარტიები კი არა, ივანიშვილი და სააკაშვილია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ინტერესით მზადაა ყველაფერზე წავიდეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი ვაშაძის პარტიისა და „ლელოს“ მზარდ რეიტინგს მათი ძალისთვის „თავის ტკივილად“ არ მიიჩნევს.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ პრობლემა ახალი პარტიები კი არა, ერთი მხრივ ივანიშვილი, მეორე მხრივ კი სააკაშვილია, „რომელიც საკუთარი ძალაუფლების ინეტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს“.

„ქვეყნის თავის ტკივილი არის ივანიშვილის ხელისუფლება და ის უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს. ოღონდ, ეს უნდა შევცვალოთ ისე, რომ არ ვიყუროთ წარსულში ნოსტალგით, როგორც ამას აკეთებს სააკაშვილი.

ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება ვერცერთ შემთხვევაში ჩვენი მხარდაჭრა პრემიერად. ჩვენი ხედვაა გარდამტეხი ცვლილებები და ის გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს - გადასახადების დაწევის, ქვეყნის შემოტრიალების კონკრეტული გეგმა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ქვეყანა წინ წავიდეს და ამ ჭაობიდან ამოვიდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, ბოკერიას განცხადებით, ცდომილებისა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პირობებში, პროგნოზების გაკეთება არასწორია.

„რაც შეეხება კვლევებს, ერთადერთი რა დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ტენდენციაა, შემდგომი კონსენსუსისა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. დანარჩენზე იმ ცდომილების ფარგლებში, რაც არის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმ რაოდენობის პირობებში, რაც ყველა კვლევაში დაფიქსირებულია, პროგნოზების გაკეთება არასწორი და მცადია. ჩვენი პრობლემა არ არის აქ სხვა, ახალი პარტიები, რომლებიც ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ჩვენი პრობლემაა ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, ბატონი სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ინეტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის ივანიშვილის პროპაგანდას შეუწყოს ხელი იმის 30-ჯერ თქმით, რომ ჩამოვა, მერე არ ჩამოსვლით და უიმედობის დანერგვით ოპოზიციურ ამომრჩეველში, რაც ბევრჯერ გააკეთა და ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში შეთანხმების ჩაშლით. ეს მიმაჩნია მე პრობლემად. ახლა იქნება არჩევნები და გამოჩნდება, ვის რა მხარდაჭრა აქვს. „ევროპულ საქართველოს“ ექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს გარდამტეხი ცვლილებების გეგმა განვახორციელოთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ კვლევითი ორგანიზაცია IPSOS -ის კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, გამოკითხულთა 26.2% -ი ხმას "ქართული ოცნებას" მისცემს, 17.8% - „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“. რეიტინგში მესამეა, "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელსაც ხმას გამოკითხულთა 5.3%-ი აძლევს. "ევროპული საქართველოს" - 5.1%; "ლელოს" 2.7%; "გირჩს" 2.7%-ი. "ლეიბორისტულ პარტიას" - 2.1%; "პატრიოტთა ალიანსს "- 1.2%. პასუხზე უარი განაცხადა ან კითხვაზე პასუხი არ იცის 34%-მა პროცენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა