გიგა ბოკერია - გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა და სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას

გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეს კაცი და თავისი გზავნილები არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას და მიშას მეტი არავინ იცის“.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პროპაგანდა, რომ ან სააკაშვილი იქნება ან ივანიშვილი, არის მცდარი.

„ევროპული საქართველოს“ ხედვა არის ცვლილებებზე. ეს არის ცვლილება არამარტო ივანიშვილის, რაც აუცილებელი პირობაა, ამავე დროს არ დაშვება ისეთი ადამიანის პრემიერობის, გუბაზ სანიკიძეს რომ მიიღებს სპიკერად. ეს პროპაგანდა, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილსაც და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა - თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩემი ჩათვლით, რომ ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა, არის სიცრუე. ამის შემდეგ ქვეყანა წინ წავიდა საზოგადოებრივად და აღარავის უნდა ეს. „ევროპული საქართველო“ იქნება ერთ-ერთი გარანტი ამის არდაშვების. ქართველ ხალხს სურს არა დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, რაც ივანიშვილს უნდა, არა წარსულში დაბრუნება, რაც სააკაშვილს უნდა ოღონდ გუბაზით, რომელიც მას ღალატში და ეთნიკური შუღლის გაღვივებით სომხობაში ადანაშაულებდა. სამარცხვინოა დღეს ასეთი კაცის სახედ მიღება. ქართველ ხალხს არ უნდა ეს, არამედ უნდა წინ ყურება სწორი გეზით და სწორი კომპასით და იმ გეგმით, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს“ “, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო: გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას - გიგა ბოკერია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა