ჯანდაცვის მინისტრი - სასწრაფოს ბრიგადებს კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების გადაყვანაში ზოგჯერ, აქვთ 2-3 საათიანი დაყოვნება, რაც ნორმალურია, რადგან სწრაფი რეაგირება პირველ რიგში პრიორიტეტულ პაციენტებზე ხდება

სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გამოძახებებზე სასწრაფო ბრიგადების დაგვიანების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია.

„ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს. ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური, ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის მისვლა. ამ შემთხვევაში, ექიმები საჭიროებენ თავიანთი აღჭურვილობის გამოცვლას, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არის არაკორექტული“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კოვიდპაციენტებისგან სასუნთქ აპარატს ხსნიან და სხვა პაციენტებს უმაგრებენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში სასუნთქ აპარატებზე დეფიციტი არ არსებობს.

„სასუნთქი აპარატი სამედიცინო დაწესებულებაში გადაადგილებით არ მიმაგრდება პაციენტზე. ისინი გულისხმობენ ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების აპარატებს, რომლის გადაადგილებაც თუ პაციენტს არ ესაჭიროება და ეს არ არის 24 საათიანი ოპერაცია, დაშვებულია ყველა პროტოკოლით და ყველა სტანდარტით. სასუნთქ აპარატებზე დეფიციტი საქართველოში არ არსებობს, კოვიდპაციენტების სასუნთქი აპარატებით მართვა არის უკიდურესი დაშვება, რომელსაც ჩვენი ექიმები იყენებენ, ვინაიდან მისი ეფექტი ყველაზე ნაკლებია ამ ინფექციის მართვაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა