„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ - აუცილებელია, გამოცხადდეს 6-თვიანი გადავადება (პროცენტზე მორატორიუმით), განსაკუთრებით შემოსავლების გარეშე დარჩენილი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია აშკარაა. არც მოლოდინებია პოზიტიური, რაც, უახლოესი თვეების განმავლობაში, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის რადიკალურ გაუარესებას მოასწავებს, - ამის შესახებ განცხადებას „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ავრცელებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, დღეს ბევრი ოჯახისთვის უმძიმეს ტვირთად იქცა არათუ სესხების გასტუმრების, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათით უზრუნველყოფის საკითხი. მათი თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია ქმედითი, რადიკალური ზომების გატარება, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში არ აღმოჩნდეს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

„ეპიდემიის პირველი ტალღის დროს სესხებზე სამთვიანმა მორატორიუმმა მხოლოდ გადაავადა, მაგრამ არ აღმოფხვრა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საკრედიტო დაწესებულებებისადმი მზარდი დავალიანების პრობლემა. აუცილებლად მიგვაჩნია, გამოცხადდეს 6 -თვიანი გადავადება (პროცენტზე მორატორიუმით), განსაკუთრებით შემოსავლების გარეშე დარჩენილი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. მათ, ვისაც არ უფიქსირდება ბოლო 6 თვის მანძილზე შრომითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, სრულად უნდა მოეხსნათ გადახდის ვალდებულება 6 თვის განმავლობაში. ხოლო მათ, ვისაც უფიქსირდებათ შემოსავალი, დაეკისროთ ისეთი ვალდებულება, რომელიც საფრთხის ქვეშ არ დააყენებს ცხოვრებისათვის მინიმალურად აუცილებელი თანხების შენარჩუნებას, კერძოდ, 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სავალდებულო გადახდის ზღვარი განისაზღვროს შემოსავლის 10% - მდე; 1001-5000 ლარის შემთხვევაში - 20%-ით; 5001 – 10 000 ლარის შემთხვევაშო – 30%-ით, ხოლო 10 001 ლარზე მეტის შემთხვევაში - 40%-ით. ეს ღონისძიება ასიათასობით ოჯახს შეეხება.

ამავე დროს, იმისათვის, რომ ბანკების ქმედუნარიანობა არ დაზიანდეს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მათი დეპოზიტების თანხების გაცემას და არ შეაფერხებს როგორც ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ეკონომიკაში გამოყენების შესაძლებლობას, ისე მათ მიერ დამატებითი, ახალი რესურსების მობილიზებას,“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა