პრემიერი ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე - დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ყველაფერი ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად

დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმას. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქმეში ერთი თავდამსხმელი ფიგურირებს.

„დღეს, ახლა, ამ წუთში მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად და ვაცალოთ ამ ხალხს.

რაც შეეხება კრიმინალს, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ. არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ, კრიმინალს რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2,3, 4 წლის წინ, როგორც დანაშაული საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები, მძიმე დანაშაულების მუხლები აიღეთ და შეადარეთ ბოლო 8 -10 თუნდაც 15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას, რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა