პოლონეთში კორონავირუსის 10 040 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 130 ადამიანი გარდაიცვალა

პოლონეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 10 040 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლონეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსი 202 579 ადამიანს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, ბოლო 3 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა გაორმაგდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პოლონეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ს კიდევ 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 3 851-ს მიაღწია.

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს საავადმყოფოებში 9 439 საწოლი აქვთ დაკავებული. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის, საერთო ჯამში, 17 000-მდე საწოლია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა