არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანთან ბრძოლას კიდევ 62 ჯარისკაცი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდაცვით ოპერაციებს კიდევ 62 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 834-მდე გაიზარდა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა