ზურაბ ჭიაბერაშვილი - ტესტირების საკითხში ისევ პრობლემებია

პორტალის გაჩერება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა საზოგადოებას დაუმალოს და ამ მაჩვენებლებით მანიპულირება მოახდინოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის მიერ იმ პორტალის გაჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ ტვირთავენ.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესაძლოა საკმარისი რაოდენობის PCR ტესტი არ არის, რაზეც ხელისუფლების ის გადაწყვეტილებაც მეტყველებს, სადაც ტესტირება მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება.

„იმ ქაოსს, რაც დღეს კოვიდ ეპიდემიის მართვაშია შექმნილი, „ქართული ოცნების“ ჩაფლავებულმა მთავრობამ კიდევ ერთი დაამატა. დღეს პორტალი გააჩერეს, როგორც ამბობენ ტექნიკური მიზეზებით, სადაც PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ტვირთავდნენ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ. ასეთ უმწვავეს პერიოდში ამ პორტალის გაჩერება, სრულიად გაურკვეველი მოსაზრებებით, დაუშვებელია და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება გაზარდოს მღელვარების ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში. გაურკვეველია რითია ეს გამოწვეული და სწორედ ასეთი ქაოტური და გაუთვლელი მდგომარეობა იწვევს ბევრ კითხვას და აჩენს უამრავ ჭორს საზოგადოებაში. რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? საზოგადოებას უჩნდება კითხვა, ხომ არ ემსახურება ამ პორტალის გაჩერება, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიების ყოველდღიური მონაცემები იტვირთებოდა, ხომ არ ემსახურება ეს, რომ ინფიცირებულების რაოდენობა დაუმალოს საზოგადოებას და მოხდეს ამ მაჩვენებლებით მანიპულირება. ეს არის კითხვა, რომელსაც დაუყონებლივ უნდა გასცეს პასუხი ჯანდაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობას ეპიდსიტუაცია ხელიდან გაექცა.

„შესაძლოა, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არ არის PCR ტესტი, ესაა მეორე, რაზეც ასევე საუბრობენ სამედიცინო სექტორში და აქაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს უკვე გამოაცხადა მთავრობამ, რომ მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება PCR ტესტები და მეტი - არა. კორონა დილის საათებში ვრცელდება მარტო და დღის მეორე ნახევარში არა? სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილებებია, სრულიად აუხსნელი ნაბიჯებია მთავრობის მხრიდან, რომელიც არაფერს არ ემსახურება, თუ არა ქაოსის კიდევ უფრო გაღრმავებას, საიდანაც გამოსვლა ასეთი მარტივი არ იქნება და ეს ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გადაივლის. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე განმარტება“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარს "ევროპული საქართველო" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა