ანონსი  22 ოქტომბერი

22 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წარმოადგენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი, #1

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია - „მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში“. დისკუსიას დაესწრებიან ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესის და სასამართლოს წარმომადგენლები.

საკონტაქტო: ეთუნა ცოტნიაშვილი - 599 512215

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ“კვირას“ პრესკლუბში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენია გაიმართება.

თემა: საგანგებო განცხადება დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

მის.: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: კოვიდი, პისიარ ტესტები.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ბიძა და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის სასახლის წინ პატიმრების დედებთან ერთად ამნისტიის აქტის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: სოსო ლაფანაშვილი - 558002009

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.

22 ოქტომბერს 12:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ძაგანია მოსახლეობას შეხვდება.

მის. ბახტრიონისა და გამრეკელის კუთხე („კარფურთან“)

საკონტაქტო: 579957665

22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქობულეთში ბულვარში „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები წარადგენენ ოლქის კანდიდატს პაატა ცივაძეს. გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

მის: ქობულეთი, ბულვარი.

22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერები ქუთაისში მოსახლეობას შეხვდებიან.

მის.: ქუთაისი. ნიუპორტის ქ.11 (სასტუმრო „რერო“ )

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ანგარიშის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება გაიმართება Zoom პლათფორმის მეშვეობით: https://undp.zoom.us/j/81151326726

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ოზურგეთში გაიმართება „ლელო საქართველოსთვის“ ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი სიორიძის წარდგენა და შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

მის: ქ. ოზურგეთი, ცენტრი

საკონტაქტო: 577624445

22 ოქტომბერს, 17.00 საათზე, თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს.

რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები.

მის: თელავი, სოფელი კისისხევი, „შატო მოსმიერი“

საკონტაქტო პირი: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა 599 19 26 28

22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ დარსაველიძე სამგორის მოსახლეობას შეხვდება.

მის: მოსკოვის გამზირი 39 კორპ. 3.

22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავს.

მის: ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა. (კორპუსების მიმდებარედ)

საკონტაქტო პირი: 551 599 870 მარია გეგეჭკორი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო