გიგი უგულავა - გიორგი გაბედავა  პროვოკატორია და აქ ხელისუფლებამ ჩამოიყვანა  - ირაკლი კვარაცხელიას შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ესენი პირდაპირ ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ქართული მარშის“ კანდიდატ გიორგი გაბედავასთან დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს.

როგორც უგულავამ აღნიშნა, გაბედავა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილ ზოგიერთ პირთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა, კერძოდ, ის ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც მოქალაქეებთან ერთად თავდამსხმელმა ბანკში მძევლად აიყვანა, „ზონდერს“ უწოდებს.

„გიორგი გაბედავამ დაიწყო საუბარი თქვენი ზონდერიაო. არადა, ადამიანი ამ დროს მძევალია. გიორგი გაბედავა ნულია, „შნირია“, არაფერია ის. პრობლემა ხელისუფლებაშია. რა თქმა უნდა, გაბედავა მოიყვანეს აქ. ის პროვოკატორია. ირაკლი კვარაცხელიას შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ესენი უკვე პირდაპირ ადებენ ხელს, რომ კვარაცხელია პროვოკატორია. ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც თავისი საქმით არაა დაკავებული, სათითაოდ მოგეკითხებათ“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ერთმანეთს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები დაუპირისპირდნენ.

ჩხუბში მონაწილეობდნენ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და “მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა