გოგი მეშველიანი დმანისის ინციდენტზე - დაჭრილია როგორც ჩვენი აქტივის წევრი, ასევე თავდამსხმელები - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი ოპონენტის ხელწერაა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის განცხადებით, დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან მომხდარი ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

მეშველიანის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ ინციდენტში მონაწილე პირები, არამედ დამკვეთები და ინიციატორები.

„ეს არის დამარცხებისთვის განწირული, აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის პროვოკაცია, რათა დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში მაქსიმალურად მეტი ზიანი მიაყენონ საარჩევნო პროცესს და შექმნან არალეგიტიმური საარჩევნო პროცესის ილუზია. სამწუხაროდ, თავდასხმას მოჰყვა მონაწილე პირების ფიზიკური დაზიანება. დაჭრილები არიან როგორც ჩვენი აქტივის წევრი, ისევე თავდამსხმელები. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე გამოიძიებენ ამ თავდასხმას და პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ მონაწილეები, არამედ მათი დამკვეთები და ინიციატორები. ხელწერა, რაც დმანისში განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ბოლნისში, ნახიდურში, მარნეულში. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი ოპონენტის ხელწერა, რომლის ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება. ეს თავდამსხმელები, რომლებიც მოვიდნენ ქართული ოცნების“ ოფისში ეძებდნენ „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსს იმისათვის, რომ მათთვის მიეყენებინათ ზიანი, რასაც შემდგომში მოყვა დაპირისპირება“, - განაცხადა მეშველიანმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა