თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნებიდან 8 პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან, 22 ოქტომბერიდან იწყება.

სხდომა მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 11 სრულწლოვანი პირია დაკავებული. ნაწილს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამმა პირმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს. მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროცესი დღეს განახლდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა