გია ვოლსკი - წინა ხელისუფლების დროს ბანდიტიზმი გაჯეჯილებული იყო - ყველაფერს ეცდებიან, რომ დავით გარეჯის თემა გადაიფაროს, რომელიც ქუხილივით გაისმა

ყველაფერს ეცდებიან, რომ გადაიფაროს დავით გარეჯის თემა, რომელიც ქუხულივით გაისმა და არის დიდი რეზონანსი, - ამის თაობაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების მიერ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების საკითხზე დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.

ვოლსკიმ დღეს ისიც თქვა, რომ “კრიმინალთან ბრძოლის მხრივ სტატისტიკა პოზიტიურად არის შეცვლილი და დინამიკა საუკეთესოა“.

“წინა ხელისუფლების დროს ბანდიტიზმი გაჯეჯილებული იყო. ჩვენ დროს ასე არ არის! ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო - 2006 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე არის 2013 წლიდან 2019-მდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერ წაუხვალთ!“ - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდში აღიკვეთა შედეგის მხრივ, დანაშაულის საშინელი პერსექტივა, ოპერაცია გრძელდება და არ დამთავრებულა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი