ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, იზიარებენ თუ არა დავით გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, იზიარებენ თუ არა დავით გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს.

ოხანაშვილის აზრით, ე.წ. პატრიოტმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამ თემით სპეკულირებენ, უნდა თქვან, ეთანხმებიან, თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებას, რომ თურმე დავით გარეჯი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ არის“.

“ეთანხმებიან თუ არა სხვა მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს,რომ თურმე დავით გარეჯი საქართველოს არ წარმოადგენდა და ჩვენს შემადგენლობაში არ იყო?! რას ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები?! მერწმუნეთ, რომ არა მაშინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკური ნება, ეს პირები ასეთი შინაარსის განცხადებებს არ გააკეთებდნენ! რა აქვთ იმის საწინააღმდეგო, რომ გამოძიება ამ განცხადებების საპირისპიროდ წარიმართოს და ობიექტური მოცემულობა დადგინდეს - ხომ არავინ უარყოფს, რომ დავით გარეჯი ისტორიულად, კულტურულად და ასე შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი გამოხატულებაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს