ვახტანგ გომელაური - როდესაც აყვანილია მძევალი, არსებობს მსოფლიო სტანდარტი, ამ გეგმით ვიმოქმედეთ - ახალი არ მოუგონია არც გომელაურს, არც საქართველოს

ესაა მსოფლიო სტანდარტი, კეთდება „A“, „B“, „C“ ოპერაცია. ვთქვათ - დაწყება, შესვლა, არ შესვლა, ესაა ჩვეულებრივი და ჩვენც ამ გეგმით ვიმოქმედეთ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მძევალი, როდესაც აყვანილია, ოპერაციას აქვს წესები და სტანდარტი, რომელიც საქართველოს და ვახტანგ გომელაურის მოგონილი არ არის.

„ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ექსპერტი გამოდის და ამბობს: ეს ასე არ შეიძლება. მძევალი, როდესაც აყვანილია, მას აქვს წესები, ესაა მსოფლიო დადგენილი წესები, სტანდარტი, ეს არც საქართველოსი და არც ვახტანგ გომელაურის მოგონილია. ესაა მსოფლიო სტანდარტი, კეთდება „A“, „B“, „C“ ოპერაცია, ვთქვათ - დაწყება, შესვლა, არ შესვლა, ჩვეულებრივია და ჩვენც ამ გეგმით ვიმოქმედეთ. ახალი არ მოუგონია არც გომელაურს, არც სამხარაულის უფროსს", - განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე დღეს, ქობულეთში მომხდარი ძარცვა აღნიშნული საქმის მიმბაძველობა ხომ არ იყო, გომელაურმა განაცხადა, რომ ქობულეთში მომხდარი ძარცვა ჩვეულებრივი ხასიათისაა, რადგან გარეთ მოხდა ძარცვა და ბანკში შევარდნას ადგილი არ ჰქონია.

"მსგავსი ტიპის ღმერთმა დაგვიფაროს, ესაა ჩვეულებრივი ძარცვა, გარეთ მოხდა ძარცვა, ეს არ არის ბანკში შევარდნა", - აღნიშნა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფული.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ