ანტონიო გუტერეში - არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, მხოლოდ კოვიდი იმარჯვებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად იემენში, ლიბიაში, ავღანეთსა და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთადერთი გამარჯვებული პანდემია გახდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხეთში კოვიდის შემთხვევები გაორმაგდა, აზერბაიჯანში კი 80 %-ით გაიზარდა. არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, კოვიდი იმარჯვებს, უნდა შევჩერდეთ,“- განაცხადა გუტერეშმა Associated Press-სთან ინტერვიუში.

მისივე მტკიცებით, იგივე ითქმის კონფლიქტებზე ლიბიაში, იემენში, სირიაში, ავღანეთში, აფრიკის საჰელის რეგიონში და სხვა ტერიტორიებზე.

„მივმართავ ყველას, გააცნობიერონ, რომ ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტის, პოლიტიკური მოლაპარაკებების და კოვიდის დამარცხების მიზნით ძალისხმევის გაერთიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი გამარჯვებული პანდემია იქნება,”- აღნიშნა გუტერეშმა.

იხილეთ ვიდეო: არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, მხოლოდ კოვიდი იმარჯვებს - ანტონიო გუტერეში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა