ნათია თურნავა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ობიექტზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი და ნამახვანის პროექტის ხელმძღვანელი ბარან ოზგენი იმყოფებოდნენ.

მინისტრმა დაათვალიერა ყველა ლოკაცია, სადაც ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ნათია თურნავა გაესაუბრა პერსონალს, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები და ადგილობრივი მოსახლეები არიან. პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული. პროექტის ხელმძღვანელმა მინისტრს და გუბერნატორს გააცნო სოციალური პროექტები, რომელთაც ინვესტორი კომპანია „ენკა“ მშენებლობის ზონის დასახლებებში ახორციელებს ან გეგმავს. პროექტებში ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობაზეა გაკეთებული. მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის არეალში მყოფ სამ სკოლას გადაეცა კომპიუტერები, შედგა სკოლების საჭიროებების შეფასება და ამჟამად უკვე დაწყებულია ორი სკოლის ტერიტორიაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, საპროექტო კომპანიის სოციალური გუნდის დახმარებით, 50-მდე მცირე მეწარმემ შეიტანა საგრანტო განაცხადი ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა UN FAO, GRETA, „აწარმოე საქართველოში“. გრანტიორ მეწარმეებს კომპანია ENKA მიკროგრანტებს გადასცემს. ასევე იგეგმება აქტივობები ქალთა გაძლიერების მიმართულებით. მათ შორის, ქალი-მეწარმეების მხარდაჭერა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს