ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა უნაღდო ანგარიშსწორებით იქნება, მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება  კი ფიქსირებული იქნება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა უნაღდო ანგარიშსწორებით იქნება, მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება კი ფიქსირებული იქნება.

თბილისში მოსაწყობი 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნიდან, პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების პრეზენტაციაზე ხმალაძემ განაცხადა, ამით 2.5-ჯერ გაიზრდება მგზავრთა ტევადობა, მოცდის დრო კი შემცირდება.

"ეს არის დერეფანი, სადაც იმოძრავებს 12- მეტრიანი და მომავალი წლიდან 18- მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6 მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომელიც უკვე შემოვიყვანეთ და 300 ერთეული თვის ბოლოდან დაიწყებს მოძრაობას. ამით შეიცვლება მოცდის დრო და 7 -წუთამდე დავა. ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ამ სიახლით არ მოხდება ჩანაცვლება უკვე არსებული მარშრუტების, არსებულ ქსელს ემატება დამატებითი მარშრუტები. ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა იქნება უნაღდო ანგარიშსწორებით და ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომისა და მგზავრის ფეხზე დადგომის პრევენცია", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება