გიგი უგულავა - მთავრობა, რომელმაც სამუშაო ადგილების შექმნა ჩააფლავა, ჩააფლავა ეკონომიკა, ჩააფლავა კოვიდთან ბრძოლა, კრიმინალთან ბრძოლა, ამ ქვეყანაში აღარ უნდა დარჩეს

მთავრობა, რომელმაც სამუშაო ადგილების შექმნა ჩააფლავა, ჩააფლავა ეკონომიკა, ჩააფლავა კოვიდთან ბრძოლა, კრიმინალთან ბრძოლა, ამ ქვეყანაში აღარ უნდა დარჩეს, რადგან ყოველი დღე, თვე არის დანაშაულის გაგრძელება და ეს დანაშაული უნდა დამთავრდეს 31 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ცოტა დრო დარჩა თავისუფლების გზაზე.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენი ბრძოლა არის ნაკურთხი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აღარავის უნდა მთვრობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, სამსახურზე, უსაფრთხოებაზე, ასეთი მთავრობა უნდა წავიდეს“, - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა