1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, „ქართულ ოცნებას“ 10 139 707 ლარი შესწირეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში შემოსავლების სახით ჯამში 10 მლნ 355 ათას 212 ლარი მიიღო.

აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 215 ათას 505 ლარია, ხოლო შემოწირულობების სახით პარტიამ 10 მლნ 139 ათას 707 ლარი მიიღო.

ცნობისთვის, შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, საკრებულოების შუალედური არჩევნების და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ხარჯების, შემოსავლების და მონიტორინგის მიმდინარე შედეგების შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა