აშშ-ში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 16 ივლისს იყო დაფიქსირებული, როდესაც ინფიცირების 77 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით, საერთო ჯამში, 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 224 000-მდე შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა