მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)

"პატრიოტთა ალიანსის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებსა და "ქართული ოცნების" მხრიდან დამნაშავეებისათვის ხელის დაფარებაზე საუბრობს. ჭიქაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსმა" დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელსაც ხელი 500 000-მა მოქალაქემ მოაწერა, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ეს რეზოლუცია ჩააგდო. მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" არის ერთადერთი პარტია, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია.

"ყველაზე მთავარი არის სამართლიანობა და სამართალი. არსებობს დანაშაული და სასჯელი, ჩვენს ქვეყანაში კი არის მხოლოდ დანაშაული და დამნაშავე. კონკრეტულად ვიტყვი მხოლოდ ჩემს მაგალითზე. მე ვარ მერაბ ჭიქაშვილი, მიხეილ სააკაშვილის და ბოკერიას მმართველობის დროს 11-ჯერ დაკავებული, 3-ჯერ დაპატიმრებული, სტრასბურგის 2 გადაწყვეტილებაა ჩემს საქმეზე მიღებული. იმედია, ერთხმად ვაღიარებთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არის უზენაესი, როცა ვსაუბრობთ დასავლურ პარტნიორებზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრინციპი იქნება კანონის უზენაესობა, მერე შეგვიძლია, ყველაფერზე ვილაპარაკოთ. "პატრიოტთა ალიანსმა" შეადგინა რეზოლუცია დამნაშავეთა დასჯის შესახებ. ჩვენ ერთად გავიარეთ ის დრო და მეც მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით - ერთად ვაპირებთ ცხოვრებას ამ ქვეყანაში და ჩემმა შვილმა, რომელიც წელს პირველად მონაწილეობს არჩევნებში, მინდა, რომ მართლაც თავისუფალ გარემოში მისცეს ხმა. ჩემთვის მთავარია სასამართლო და კანონის უზენაესობა! კონკრეტულად ჩემს საქმეში წერია, რომ დანაშაული გამოძიებულ იქნას და სათანადოდ დაისაჯონ პირები. 2012 წლიდან დავდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებთან და რა არის ყველაზე საოცარი - "ქართულმა ოცნებამ" გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში და დამნაშავეებს დააფარა ხელი! "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციას 500 000-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი, "ქართულმა ოცნებამ" კი ჩააგდო! დამნაშავე არ დასჯილა და ამით "ოცნებამ" გვითხრა, რომ ქვეყანაში სამართალი არ იქნება! ვერაფერზე ვერ ვილაპარაკებთ, სანამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ იქნება! გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ და ვისაც თქვენ ახლა ესაუბრებით, არის ერთადერთი, ვისაც აქვს პოლიტიკური ნება და შეუძლია აღასრულოს კანონი! 2009 წლის 15 ივლისი, თუ გახსოვთ, სადაც 150 ახალგაზრდას გზა გადაგვიკეტეს შეგნებულად, კონკრეტულად, სააკაშვილის და ბოკერიას მთავრობამ, რომელიც მაშინ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს სცემდა, რაც იყო პირდაპირი დანაშაული! დამნაშავე, რომელიც მე პირდაპირი ეთერიდან მელაპარაკება! მე, ამოცნობაზე მისული მერაბ ჭიქაშვილი, როდესაც მივდივარ და ხელს ვადებ, მაინც არავინ მათ არ სჯის! ეს არის უსამართლობა!" - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს