მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ პარლამენტის წინ აქცია გამართა

მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ ამნისტიის აქტის გამოცემის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა. აქციას ასევე შეუერთდა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია. ბესელიას განცხადებით, ის პრობლემა, რაც სასამართლოს „კლანური მმართველობის“ სახით აქვს, ახალ პარლამენტში უნდა დაიძლიოს.

„მე ვუერთდები ამ იდეას და მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ოჯახების მიმართ, ვინც მიიჩნევს, რომ მათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს და მიაჩნიათ, რომ ის პრობლემა, რაც დღეს სასამართლოს კლანური მმართველობის სახით აქვს, ახალ პარლამენტში უნდა დაიძლიოს ახალი ამნისტიის აქტის გამოცემით ისე, რომ დაზღვეული იყოს ყველა რისკი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბესელიამ.

აქციის ორგანიზატორის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტმა უმოკლეს ვადაში უნდა მიიღოს ამნისტიის აქტი.

„ჩვენ შევქმენით მემორანდუმი და ვთავაზობთ პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, რომ მოაწეროს ხელი და შევთანხმდეთ იმაზე, რომ გონივრულ ვადაში, არაუმეტეს ამ წლის დეკემბრისა, მიიღებენ ამნისტიას. ამას განაპირობებს ის, რომ ციხეებში გავრცელდა კორონავირუსი, რათა არ მოხდეს ამ ვირუსის გავრცელება, აუცილებელია, ახალმა პარლამენტმა პირველივე შესაძლებლობისთანავე იმუშავოს იმ კანონპროექტზე, რომელიც 1-ელ სექტემბერსააა დარეგისტრირებული“, - განაცხადა კობაიძემ.

იხილეთ ვიდეო: მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ პარლამენტის წინ ამნისტიის აქტის გამოცემის მოთხოვნით აქცია გამართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა