მიხეილ სააკაშვილი - როგორც დიდგორზე აღმაშენებელმა ჩახერგა გზა და უკან დასახევი აღარ იყო, ისეა, 31-ის წინ უკან დასახევი გზა აღარ არის, არც თქვენთვის, არც ჩემთვის

„თითოეული თქვენგანი დაბადებულია გამარჯვებისთვის და არც კი იფიქროთ, არც კი გაივლოთ გულში დამარცხების და უკან დახევის ზრახვა, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბადრი ბასიშვილის წარდგენისას შეკრებილ მხადამჭერებს.

სააკაშვილის განცხადებით, 31 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე.

„ახლა ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ მაინც მოგვპარავენ არჩევნებს, მაინც ჩაიდენენ რაღაცასო, კი, ის ემზადება გაყალბებისთვის, ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. ის ემზადება ხრიკებისთვის, მაგრამ ჩვენ ყველა ხრიკს დავუყენებთ კონტრ ხრიკს, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა არის ხალხში. ძალა არის თქვენში, ძალა არის ჩვენს სიმართლეში, ძალა არის ჩვენს განსაკუთრებულობაში, ძალა არის ჩვენს ქართველობაში, ძალა არის იმაში, რომ ჩვენ არასოდეს არავის მონები არ ვიქნებით და საქართველო დაბადებულია გამარჯვებისთვის. თითოეული თქვენგანი დაბადებულია გამარჯვებისთვის და არც კი იფიქროთ, არც კი გაივლოთ გულში დამარცხების და უკან დახევის ზრახვა. როგორც დიდგორზე დავით აღმაშენებელმა ჩახერგა გზა და უკან დასახევი აღარ იყო, ისეა, 31-ის წინ უკან დასახევი გზა აღარ არის არც თქვენთვის, არც ჩემთვის - მიშა სააკაშვილისთვის, ერთ-ერთი თქვენნაირი გორელისთვის და არც არავისთვის საქართველოში.

ეს არის ჩვენი მთავარი დღე, ეს არის ჩვენი გადარჩენის და ჩვენი კარგად ყოფნის დღე, ეს არის საქართველოს წინსვლის მთავარი დღე. საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ. ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნის შვილები, არა რაღაც სოფლის, არა რაღაც საბანძეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნის, განსაკუთრებული ქვეყნის შვილები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.

„მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველობით, გორელობით, ქართლელობით და ეს ჩვენი სიამაყის ხმა უნდა გავაგონიოთ მთელ მსოფლიოს. მიხარია, რომ მანდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ხართ. ახალგაზრდობაშია ჩვენი მთავარი ძალა. მე ჩემს ფუნქციას ვხედავ იმაში, რომ დავასტაბილუროთ ქვეყანა, გამოვიყვანოთ კრიზისიდან და შემდეგ, მთელი ხელისუფლება გადავცეთ ახალგაზრდობას, საქართველოს მომავალ თაობას. საქართველომ აღარ უნდა კარგოს თავისი შვილები. საქართველი იქნება მინიმუმ 7 მილიონი ადამიანით დასახლებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი პოტენციალი ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, ახალ ტექნოლოგიებში. ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად მაგარი გეოგრაფია. თქვენ ხართ გმირული მიწის შვილები და კიდევ ერთი გმირობა გვაქვს ჩასადენი 31-ში და ამ გმირობას ყველა ერთად ჩავიდენთ. ისინი ჩამოიშლებიან, ბნელეთის კოშკები ჩამოიშლება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ყოველ წუთს ვითვლი იქამდე. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, გამარჯვებისკენ !“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა