სერგო რატიანი - ჭიათურაში არის გარდამტეხი ცვლილებების გასაღები, ჭიათურაში არის საქართველოს და ამ რეგიონის განვითარების გასაღები

ჭიათურაში არის გარდამტეხი ცვლილებების გასაღები, ჭიათურაში არის საქართველოს და ამ რეგიონის განვითარების გასაღები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში სერგო რატიანმა ჭიათურაში მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ სწორედ "ევროპული საქართველოს" გეგმა მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც ჭიათურას, ისე მთლიანად საქართველოს.

„ კამპანიის დამასრულებელი შეხვედრა გავმართეთ ჭიათურაში, რადგან ჭიათურაში არის გარდამტეხი ცვლილებების გასაღები, ჭიათურაში არის საქართველოს და ამ რეგიონის განვითარების გასაღები.

დღეს ჭიათურა ნადგურდება, ის ებრძვის ეკოლოგიურ კატასტროფას, კრიმინალს, კორუფციას და ეს ყველაფერი დასრულდება და დასრულდება იმით, რომ წიაღისეულის გადასახადებიდან დიდი თანხა დარჩება აქ, ქალაქში და შესაბამისად ის დაეხმარება არამარტო ჭიათურას, არამედ მთელ რეგიონს“, - განაცხადა რატიანმა.

შეხვედრას ესწრებოდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, დავით ბაქრაძემ მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს დასრულდება ის უიმედობა და უპერსპექტივობა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოუტანა ქვეყანას.

„31 ოქტომბერი არის შანსი შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და ეს ცვლილებები არის აუცილებელი დღევანდელი კრიზისის, უმუშევრობის, გაჭირვების ფონზე.

ამიტომ, "ევროპული საქართველო" გახლავთ ის გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ცვლილებების გეგმა, რომელიც გეგმავს გადასახადების შემცირებას, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, პენსიის, სოციალურისა და დევნილის დახმარებების გაორმაგებას, კრიმინალის დამარცხებასა და თავისუფალი სასამართლოს შექმნას.

ეს ყველაფერი არის ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანასა და ხალხს მოუტანს უკეთესობას და შანსი, რომ ყველაფერი შეიცვალოს არის სწორედ 31 ოქტომბერს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მოვა და მოითხოვს გარდამტეხ ცვლილებებს,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი.

წერეთლის თქმით, ადამიანების დიდი სურვილია, რომ ამ არჩევნებზე შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ და 31 ოქტომბრის არჩევნები მათ აუცილებლად მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ჩვენ ვხედავთ ადამიანების ძალიან დიდ სურვილს და გადაწყვეტილებას, რომ ამ არჩევნებზე შეცვალონ ცხოვრება საქართველოში. ეს მართლაც მათი პრეროგატივაა, ხალხის გადაწყვეტილება არის მთავარი და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქვეყნის წინ წაყვანა, შევძლოთ იმ პროგრამის განხორციელება რაც ჩვენ გვსურს და მთავარი არის, რომ ადამიანები ეკონომიკურად უკეთ ცხოვრობდნენ საქართველოში, უმუშევრობა იყოს ნაკლები და ისინი უმკლავდებოდნენ ცხოვრების სირთულეებს გაცილებით უკეთ, ვიდრე დღეს, არის, სამართლიანი წესები იყოს ქვეყანაში, კანონი კანონობდეს და კრიმინალი დამარცხდეს, ამას სჭირდება ხალხის ნება და 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებები," - განაცხადა წერეთელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე