ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს

მიმდინარე პერიოდში, კოვიდ19-ის შემთხვევებზე რეაგირების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დატვირთვა და გამოძახებათა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა პრიორიტეტულ (გადაუდებელ) შემთხვევებზე რეაგირების საშუალო დრო 24 წუთია. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ქვეყნის მასშტაბით მაღალი მზადყოფნა აქვს - მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს, რომლებიც 78 ბაზაზე არიან განთავსებული და თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებით არიან აღჭურვილი.

პერსონალის კოვიდ19-ით ინფიცირების წინააღმდეგ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, თუმცა ინფიცირების შემთხვევებში ჰყავს გარკვეული რეზერვი, რომ მათი ჩანაცვლება მოხდეს.

გასული ღამის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად, კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების გადაყვანაში პირადად მონაწილეობდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 30 ახალი ბაზის მშენებლობა და აღჭურვა განხორციელდა, ქვეყნის მასშტაბით სრულად განახლდა სპეც. ტექნიკა და სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, პერსონალს ჩაუტარდა დამატებითი მომზადება და გაეზარდა ანაზღაურება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივით და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ19-თან ბრძოლის პირობებში, გაზრდილი დატვირთვის და გამოძახებების, ასევე მაღალი რისკის ზონაში მუშაობის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი 50%-მდე დანამატს მიიღებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში გამოიყენოს პირბადე, ვინაიდან პირბადის ტარების წესის 90%-ით დაცვა, 70%-ით ამცირებს ვირუსის გადადების სიხშირეს.

იხილეთ ვიდეო: პანდემიის პირობებში მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა