ანონსი  26 ოქტომბერი

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

26 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე და იურისტი ალიკა კუპრავა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და მოითხოვენ, ცესკოს დადგენილების იმ ნორმის შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას.

მის.: ბათუმი. მ. აბაშიძის ქუჩა N16/18

საკონტაქტო: თენგო თევზაძე 599 02 80 68

26 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს.

მის.: სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში (პირველი რესპუბლიკის მოედანი #1),

26 ოქტომბერს 11:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ლევან კობერიძე და ვატო სურგულაძე თემაზე - „პანდემიის მართვა - სამედიცინო და პოლიტიკური საკითხები“ ბრიფინგს გამართავენ.

მის.: სადგურის მოედანი 2

26 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიფინგს ჩაატარებს.

თემა: საქართველოში აკრედიტირებული ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები.

მის.: ვაჟა-ფშაველას 64

26 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის, „დავასრულოთ“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სოსო მანჯავიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ორგანიზაციის მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ - პეტიცია და მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს.

მის.: კოსტავას ქ.47/57;

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ძაგანია გააგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

მის.: მეტრო „დელისი“.

საკონტაქტო: 579957665

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერი კავკასიის სასწავლო ცენტრს ეწვევა.

მის.: კახეთის გზატკეცილი 37-ე კილომეტრი. ლუგარის ცენტრის გვერდით.

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, გუნდთან ერთად 27 საათიან წინასაარჩევნო ტურნეს შეაფასებს და განცხადებას გააკეთებს.

მის.: ქეთევან წამებულის 47

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ​ პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების ხელშეწყობის მიზნით პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ წარადგენს

მის.: სასტუმრო „რუმსის“ მეხუთე სართული. შესასვლელი სტამბიდან. საკონტაქტო: თაკო საგანელიძე - 593616670

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასტუმრო „რუმსში“ შუალედურ ანგარიშს წარადგენს: „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოს პარლამენტის2020 წლის არჩევნებისთვის“.

მის.: კოსტავას #14

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)​

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გლდანის N 8 დაწესებულების (გლდანის ციხის) ცენტრალურ შესასვლელთან, ბლოკი „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ ლიდერების ბრიფინგი თემაზე: „სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა“ გაიმართება.

საკონტაქტო: 577 18 99 42; 570 70 01 33

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა, პარტიის დანარჩენ ლიდერებთან და თანამოაზრეებთან ერთად აქცია-პერფორმანს „შავი ფული“ გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო კამპანიაში არადეკლარირებული დიდძალი თანხების (შავი ფულის) გამოყენება, ბიუჯეტში გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გულგრილი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

მის: წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96, სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საკონტაქტო: მარიამი568313268

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გორში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს.

თემა: რიგით მეოთხე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო პოლიტიკის, შერიგების, დემოკრატიული მმართველობის, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროგრამული მიმართულებები. მის.: გორი, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი

საკონტაქტო: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა - 599 19 26 28

26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა საკრებულოსთან აქციას გამართავს.

თემა: კორონავირუსის მართვა.

საკონტაქტო - თორნიკე 597040608

26 ოქტომბერს 16:00 საათზე, „სახალხო პარტია“ წარადგენს საარჩევნო პროგრამის ძირითად თეზისებს.

მის.: მანჯგალაძის ქ. #1. (გადასასვლელ ხიდთან) ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო: შალვა ჩხაიძე - 595 611 011

26 ოქტომბერს 18:30 საათზე, უფლებადამცველი,ადვოკატი, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად თავაძე, ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან ერთად, საპროტესტო აქცია-პერფორმანსს გამართავს.

თემა: ბავშვთა უფლებების დარღვევა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო მოქმედებები.

მის.: ქსოვრელის N 2ა, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი და კიკვიძის პარკის ცენტრალური შესასვლელი.

საკონტაქტო: 558363644

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა