ბექა მჭედლიშვილი - ჯარის მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური, ბინძური კამპანია

ჯარის მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური, ბინძური კამპანია, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მჭედლიშვილის განცხადებით, ”ნაღები საზოგადოება" იაფფასიან შეთქმულების თეორიებს თხზავს.

“რომ არ ვიცოდე მიზანმიმართულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე, ვიფიქრებდი, რომ ზოგიერთები დროსა და სივრცეში არიან არეულები, რადგან "ავიწყდებათ" რომელი და როგორი წელი გვაქვს, რა პირობებში გვიწევს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში აქტიურად და მასიურად, თითქმის ყველა სფეროში შემოვიდა დისტანციურად მუშაობის პრინციპი. მათ შორის ჯარშიც. ამის ფონზე ეს "ნაღები საზოგადოება" იაფფასიან შეთქმულების თეორიებს თხზავს და ავრცელებს. თითქოს იმის იმან იქ იმის იმას ამაზე ეს ასე გაუკეთა... რომ არც დაესიზმრებოდათ ისეთი საკბილო მიეცათ აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ბანალური დამთხვევით, რომ ბანკის დაყაჩაღებისას იქ მოქმედი სამხედროც აღმოჩნდა, რომელმაც თურმე როგორ გაბედა და დისტანციურ რეჟიმზე მუშაობისას ბაზაზე არ იყო და ზუგდიდელი კაცი, ზუგდიდში ბანკში შევიდა თავისი კუთვნილი ხელფასის ასაღებად. მირჩევნია მჯეროდეს, რომ უჭკუობით მოსდით (არც უმაგისობაა), მაგრამ ცხადია, რომ ეს ჯარის და თითოეული სამხედროს წინააღმდეგ მიმართული აშკარა, ბინძური კამპანიის ნაწილი და მავნებლობაა, რომელიც რას და ვის ინტერესებს ემსახურება მარტივი გამოსაცნობია მისი "მთავარი" აქტორებით - ჟურნალისტიკის სირცხვილის - ელისო კილაძით და მისი "გამზიარებლებით", - წერს ბექა მჭედლიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა