„ევროპული სკოლა“  2022 წლიდან საერთაშორისო ბაკალავრიატის მეოთხე პროგრამის დანერგვას იწყებს

„ევროპულ სკოლას“ საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის (IB CP) კანდიდატი-სკოლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. შესაბამისად, კარიერული პროგრამის (CP) დანერგვით „ევროპული სკოლა“ 2022 წლის სექტემბრიდან გახდება ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სკოლათაგან, რომლებიც საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ოთხივე პროგრამას ახორციელებენ.

კარიერული პროგრამა (CP) არის საერთაშორისო განათლების პროგრამა, რომელიც კარიერული განათლების მიღებით დაინტერესებულ მოსწავლეთა საჭიროებებს პასუხობს.

როგორც „ევროპული სკოლის“ დირექტორი სოფო ბაზაძე განმარტავს, 5400 ავტორიზებული IB მსოფლიო სკოლიდან მხოლოდ 41 სთავაზობს მოსწავლეებს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების სრულ ნაკრებს (PYP, MYP, DP და CP).

„„ევროპულ სკოლაში“ IB CP პროგრამის დანერგვა წინასაუნივერსიტეტო განათლების კიდევ ერთი დამატებითი არჩევანი იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის.ეს არის გზა უმაღლესი განათლების, პროფესიის დაუფლებისა და დასაქმებისკენ.

უკვე ათწლეულზე მეტია, მუდმივი განვითარება „ევროპული სკოლის“ მთავარი მახასიათებელია. წინსვლისა და განვითარების გზაზე პრიორიტეტულია თითოეული მოსწავლის საჭიროების, კარიერული მიზნების გათვალისწინება. მრავალფეროვანი და განსხვავებულია მოსწავლეთათვის შეთავაზებული აკადემიური პროგრამები, თუმცა მათი დამთავრებისას მიღწეული შედეგი ერთია - თითოეული პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება მოსწავლეთა სამომავლო წარმატების წინაპირობაა“, - განმარტავს „ევროპული სკოლის“ დირექტორი.

პროგრამას საერთაშორისო ბაკალავრიატის (IBO) პროექტით ფინეთში 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი. მისი ავტორიზაცია, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში რვაწლიანი პილოტირების შემდეგ, 2012 წელს დაიწყო. იგი განკუთვნილია 16-19 წლის მოსწავლეებისთვის.

„საკარიერო პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაეცნონ მომავალი პროფესიების რეალურ მოთხოვნებს. პროფესიული უნარების და სპეციფიკური ცოდნის კომბინირების შედეგად მოსწავლეს შეუძლია სკოლის დამთავრებისთანავე ჩაერთოს პროფესიულ საქმიანობაში, გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში ან პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში. საკარიერო პროგრამა მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას, სამრეწველო ან სამთავრობო პრიორიტეტების შესაბამისად, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისთვის“, - განმარტავს სოფო ბაზაძე.

დირექტორის განმარტებით, მოსწავლეები საგნებს ირჩევენ მომავალ მიზნებთან დაკავშირებით და სწავლობენ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP ) სასწავლო გეგმის შესაბამისად.

„სწავლისას აუცილებელია ე.წ. კარიერასთან დაკავშირებული კურსის გავლაც, რაც საწარმო პრაქტიკის მსგავსია. იგი მოსწავლეებს სამომავლო პროფესიული ან საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში უწყობს ხელს. ისევე როგორც მომავალ პოზიციაზე წარმატების თავდაჯერებულად მიღწევაში. ამასთანავე, იგი შესწავლილი თეორიების და კონცეფციების პრაქტიკაში გამოყენების ჩვევების გამომუშავებით მოსწავლეს უღვივებს შესაბამის ცოდნას და თვისებებს. პროგრამის დამთავრების შემდეგ, მოსწავლე იღებს სერთიფიკატს რომელიც ადასტურებს საშუალო განათლების კურსის დასრულებას.

პროგრამის სერთიფიკატი მზარდი აღიარების პროცესშია მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და უნივერსიტეტში. მისი მფლობელები სწავლობენ ისეთ მაღალრეიტინგულ სასწავლებლებში როგორიცაა „ქინგზ ქოლეჯ“ , საუთჰემპტონის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), პრატის ინსტიტუტი (აშშ), ტორონტოს უნივერსიტეტი, „ეკოლე ოტელიე ლოზან“(შვეიცარია), ტოკიოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (იაპონია), ჰონგ კონგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ჩინეთი)“, - აღნიშნავს „ევროპული სკოლის“ დირექტორი.

ყველაზე პოპულარული სპეციალობები, რომლებსაც პროგრამის დამთავრებულები ირჩევენ, არის ტურიზმი და სასტუმროს მომსახურეობა, საინჟინრო მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიზნესის მენეჯმენტი.საკარიერო პროგრამა განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და ჩინეთში.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა