ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს  შორის სიტყვიერი დაპირისპირება  იყო

პარლამენტის ბიუროს სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კამათით დასრულდა. დეპუტატებს შორის კამათი ლევან გოგიჩაიშვილის მიერ კოვიდპანდემიასთან ბრძოლისა და ამ ფონზე არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარების საკითხზე კრიტიკამ გამოიწვია.

„მე გული მწყდება, რომ ჩემი ყოფილი კოლეგები უკვე აჟღერებენ, ერთი კვირით ადრე, არჩევნების ლეგიტიმაციის შესახებ კითხვის ნიშნის თაობაზე. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რაც მე მესმოდა ოპოზიციის მხრიდან“,-აღნიშნა უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ

ხუნდაძეს ლევან გოგიჩაიშვილმა მიმართა, რომ „წითელი ხაზები არ გადაკვეთოს“.

„დიმიტრი, არ ქნა ისე, რომ გადალახო წითელი ხაზები“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა

გოგიჩაიშვილს ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უპასუხა. „შენ, დიდი ხანია გადალახე წითელი ხაზები“, - მიმართა ვოლსკიმ.

„გადავარდით კორუფციაში, გადალახეთ წითელი ხაზი ყველაფერში. „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი რომ გიზით უშიშროებაში. გეუბნებით, გაასწორეთ ლაპარაკი-მეთქი„ აღნიშნა, გოგიჩაიშვილმა, რაზეც ვოლკსიმ უპასუხა, რომ აგენტი თავად გოგიჩაიშვილია.

ამის შემდეგ გია ვოლსკის გედევან ფოფხაძემ უპასუხა.

„გია, ვინ არის აქ „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი, არ გრცხვენია?“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა