ლევან გოგიჩაიშვილი ბიუროს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს, თუმცა, აცხადებს, რომ დეპუტატი შოთა ხაბარელი ვულგარულად მოიქცა

ხაბარელით უნდათ შეგვაშინონ? 8 წელია ადამიანი პარლამენტის წევრია და ყვირილის და აგრესიის გარდა ვერაფერი შეიძინა, მაგის ხავილის ვის ეშინია ამ ქვეყანაში? - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან, ბიუროზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

გოგიჩაიშვილი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს, თუმცა, აცხადებს, რომ ხაბარელი ვულგარულად მოიქცა.

„შენ ლაპარაკობ კონკრეტულ ფაქტებზე და მათ აღარ აქვთ არგუმენტი, სიმართლემ გამოიწვია აგრესია, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენ ხარ მურუსიძის მხარდამჭერი პარლამენტში, როცა არგუმენტირებულად ვეუბნები, რომ თქვენ უშიშროება ჩართეთ არჩევნებში, არგუმენტირებულად ვუყვებით კორუფციასთან დაკავშირებით, ბოლოს რეაქცია ეგ იქნება, როცა ადამიანებს არ აქვთ არგუმენტი, ბოლოს გამოჰყავთ ხაბარელი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ახლა „ქართულ ოცნებაშია“, გამოჰყავთ ადამიანები, რომლებმაც შეჭამეს ქართული სპორტი,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ბიუროზე გია ვოლსკის რეპლიკას და მას სამარცხვინო უწოდა.

„ძალიან სარცხვინო რესპლიკა იყო ეს, რაც გია ვოლსკის ჰქონდა, ადამიანმა, რომელმაც მხარი დაუჭირა იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეები ამოხოცეს ციხეში, კოლექტიური მურუსიძის მხარდამჭერები არიან. „ქართულ ოცნებაში" არიან მედროვეები, ფულის მკეთებლები, უშიშროების და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას ამოფარებული ადამიანები, ყველაფრის გამპრავებლები. დიმიტრი ხუნდაძეს ჰქონდა მცდელობა, რომ საუბარი დაეწყო ძალიან მძიმედ, ამიტომ ჩვენ ის შევაჩერეთ, გავაფრთხილეთ, რომ იმას ნუ ილაპარაკებს, რაც შეიძლება წინ დახვდეს, ამას მოჰყვა გია ვოლსკის რეპლიკა და მაინტერესებს, ვის რას უმტკიცებს ის, რომელმაც ხელი მოაწერა ყველაფერს, რაზეც ხელის მოწერა არ შეიძლებოდა,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისათვის, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომა დატოვა. ლევან გოგიჩაიშვილსა და შოთა ხაბარელს შორის დაპირისპირება ბიუროს ოთახის შესასვლელთანაც გაგრძელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა