თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება და მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბადრი ესებუა საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხება. აღნიშნულის შესახებ უწყების პრესსამსახური „ფეისბიქის“ გვერდზე წერს.

„მთავარი დეზინფორმაციული სამსახური განაგრძობს სიცრუის გავრცელებას! გვარამიას მიერ დასახელებული სახელი და გვარი ბადრი ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“. - წერს ნიკა მოლოდინაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური - ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება და მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო