ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე - ქალთა რაზმი, რომელთა შორის მეც ვარ, სამხედრო მომზადებას დაიწყებს და გავემგზავრებით სამშობლოს საზღვრების დასაცავად

სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოპიანი აპირებს, სამხედრო მომზადება გაიაროს და მთიან ყარაბაღში წავიდეს „სამშობლოს საზღვრების დასაცავად“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„ხვალიდან, ქალთა რაზმი, რომელიც 13 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორის მეც ვარ, დაიწყებს სამხედრო მომზადებას. რამდენიმე დღეში გავემგზავრებით სამშობლოს საზღვრების დასაცავად. ჩვენ მტერს არ უნდა დავუთმოთ სამშობლო და ღირსება“ , - წერს "ფეისბუკზე“ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოპიანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია