კალიფორნიაში, ტყის ხანძრის გამო, 90 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ძლიერი ტყის ხანძრის გამო 90 800 -მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შტატში ხანძრის ორ ძლიერ კერას 500-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორმა ახალგაზრდა მეხანძრემ სერიოზული დამწვრობა მიიღო და ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კალიფორნიის ხანძარმა, საერთო ჯამში, 16 500 კვადრატული კილომეტრი მოიცვა, განადგურდა ათასობით სახლი. სტიქიას დღემდე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა