პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში, 27 აგვისტოდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნის 1 100-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში, 27 აგვისტოდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნის 1 100-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტი გრძელდება განაცხადების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5 700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს. გასაკვირია როცა ამ პროექტს განაცხადების რაოდენობით აფასებენ და ჯერ არავის დაუსვამს კითხვა პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე. ამიტომაც, გიზიარებთ საინტერესო მონაცემებს. პროექტი გრძელდება და სასიხარულოა რომ ყოველდღიურად განაცხადების რაოდენობა მზარდია და ამ პროექტით უკვე არაერთი სასტუმრო, ბინა, მანქანის გაქირავების სერვისი, გიდი და სხვა ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი პროექტის ამოქმედება დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე, დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოსული მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები ტურიზმის სხვადასხვა სექტორის მომსახურებას იყენებენ.

„ოქტომბრის პირველ ნახევარში სასტუმრო „როიალ ინნში“ დატვირთვის კოეფიციენტი გაზრდილი იყო. სექტემბრიდან გაყიდვები კარგად მიდიოდა და შედეგად ჯავშნების რაოდენობამ საშუალოდ 60% შეადგინა, ძირითადად თბილისზე იყო მოთხოვნა. ჩვენს სასტუმროში სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა „იმუშავე საქართველოდან“ პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, - განაცხადა „ინნ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.

„ძალიან პოზიტიური გამოდგა ჩვენი სასტუმროსთვის პროექტი „იმუშავე საქართველოდან.“ ჩვენ სექტემბერში სტუმრებს, რომლებიც ჯავშნების შესახებ გვწერდნენ ვაწვდით ინფორმაციას, შედეგად „იმუშავე საქართველოდან“ პროექტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯავშნებმა მოიმატა, დინამიკა მზარდი გამოდგა, და შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩვენი სასტუმრო დატვირთული იყო. ძირითადი მოთხოვნა დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან არის“, - აღნიშნა სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერმა მაია მახათაძემ.

"იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს.

გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.

შესავსები ფორმის ბმული: HEADER

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ