რომან გოცირიძე - არჩევნებს არ გავაყალბებინებთ, თუ გაბედეს და კვლავ დაგვისვეს იქ კრიმინალები, კინწისკვრით გავაგდებთ

არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, თუ გაბედეს და კვლავ დაგვისვეს იქ კრიმინალები, კინწისკვრით გავაგდებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. დეპუტატის თქმით, არჩევნებს მცირე რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება, ამიტომ ადგილობრივი დამკვირვებლების ზედამხედველობა გაათმაგებული უნდა იყოს.

"არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, თუკი მაინც გაბედეს და კვლავ დაგვისვეს ქუჩაში კრიმინალები და დაიწყეს ზეწოლა, ძალიან მწარე შედეგს მიიღებენ. არავინ აპატიებს ამ 8 წლიან წარუმატებელ რეჟიმს არჩევნების გაყალბებას. ძალიან იყვნენ გახარებულნი, რომ პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან, მაგრამ ადგილობრივი დამკვირვებლები იქნებიან ძალიან ბევრი - როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" არ მისცემენ გაყალბების საშუალებას, ამაზე წუხან ახლა, უნდათ კვლავ გამოიყენონ ის მექანიზმები, რასაც იყენებდნენ და ვნახავთ ჩაცუცქულ კრიმინალებს, რომლებიც დაუწყებენ ადამიანებს თვალთვალს. არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, კინწისკვრით გავაგდებთ იქიდან, თუკი კვლავ გამოცხადდა ეს ხალხი. რა მოგვიტანა კრიმინალთან შერწყმა, ამას ვხედავთ - ადამიანების, ბანკების ძარცვა. საქართველოსთვისაც კი, რომელმაც 90- იანები გაიარა, არნახული მოვლენაა ეს, რომ ტერორისტმა მძევლები აიყვანა, აქამდე მივედით, ეს ბოლო წერტილი იყო. ხელისუფლების გაბითურებას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ის, რაც დღეს ხდება ზუგდიდში, როცა ერთ ადამიანს დასდევს მთელი სახელმწიფო და დასაცინი ხდება ქვეყანა,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა